
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.
სებ-ის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7514 შეადგინა.
შეგახსენებთ, 2019 წლის შემდეგ პირველად, ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა ასევე 10 000 000 აშშ დოლარი, წელს 24 მაისს იყიდა.
2019 წლის ბოლო, 7 ივნისს სავალუტო აუქციონზე კი ეროვნულმა ბანკმა 20 000 000 დოლარი შეისყიდა.