დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8689 შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის შემდეგ ეს ეროვნული ბანკის მიერ დოლარის ყიდვის პირველი შემთხვევაა. სებ-მა სავალუტო აუქციონზე 20 000 000 დოლარი ბოლოს 2019 წლის 7 ივნისს იყიდა.
საპირისპიროდ, ეროვნული ბანკი პანდემიის პერიოდში გამოირჩეოდა ბაზრისთვის დოლარის მიწოდების მიმართულებით აქტიურობით. 2021 წელს სებ-მა, 9 სავალუტო აუქციონის შედეგად, ბაზარს 332.9 მლნ აშშ დოლარი მიაწოდა. მიმდინარე წლის 9 მარტს კი ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 50 მლნ. აშშ დოლარი გაიტანა, საიდანაც გაიყიდა 39 570 000 აშშ დოლარი.