LIVE

ICSID-ის ტრიბუნალმა Caucasus Online-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო

28 ივლ 202219:56
3 წუთის საკითხავი
clock clock 1064
ICSID-ის ტრიბუნალმა Caucasus Online-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო

მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრის (ICSID) მიერ შექმნილმა ტრიბუნალმა „ნასიბ ჰასანოვი საქართველოს წინააღმდეგ“ საქმის დროებითი ზომების შესახებ ახალი გადაწყვეტილება მიიღო. ეს მოჰყვა ტრიბუნალის 19 აპრილის გადაწყვეტილებას, რომელშიც მან საქართველოს მთავრობის წინააღმდეგობა, სახელმწიფოთაშორისი მოლაპარაკებების შესახებ, უარყო და დე ფაქტო აღიარა ნასიბ ჰასანოვის მტკიცებები.

მოსარჩელე საქმის განხილვას ICSID-ის ტრიბუნალის წინაშე გააგრძელებს. ტრიბუნალმა ორივე მხარეს აცნობა, რომ შემდეგი ეტაპი ფოკუსირებული იქნება მოპასუხის ქმედებებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ გამჭვირვალობის პრინციპებზე, რომლის ფარგლებშიც ICSID ბრძანებას თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნებს.

საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცესის ინიცირება ჰასანოვის მხრიდან 2020 წლის ოქტომბერში მოხდა. მოსარჩელის გადაწყვეტილება პროტექციის მოთხოვნის შესახებ Caucasus Online-ის მიმართ საქართველოს მთავრობის ქმედებებით იყო განპირობებული, მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ არაპირდაპირ შეიძინა Caucasus Online-ის მფლობელი კომპანიის აქციები.

ახალი მფლობელის მიზანს Caucasus Online-ის პროექტ Digital Silk Way-ში  ინტეგრირება წარმოადგენდა, რომელსაც NEQSOL-ი ხელმძღვანელობს. თუმცა, საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ ზომები მიიღო Caucasus Online-ის არაპირდაპირი საკუთრების ცვლილების წინააღმდეგ, ხოლო საქართველოს მთავრობამ ცვლილებები შეიტანა კომუნიკაციების შესახებ კანონში, რათა კომისიას შესძლებოდა გარე ადმინისტრატორის დანიშვნა Caucasus Online-ზე შეუზღუდავი უფლებამოსილებით. აღნიშნული ცვლილებები კანონში კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ, რომელმაც საქართველოს მთავრობას მისი სრული გადახედვისკენ მოუწოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ტრიბუნალი არ დასრულებულა, NEQSOL-ი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა პოზიციას შეიცვლის და მონაწილეობას მიიღებს საკომუნიკაციო ქსელის განვითარებაში, რომელიც ყველა მხარისთვის სასარგებლო იქნება.

ცნობისთვის, 2019 წელს ხვიჩა მაქაცარიამ, რომელიც Caucasus Online-ის 100%-იან წილს ფლობდა, 49% აზერბაიჯანის მოქალაქეს, ნასიმ ჰასანოვს მიყიდა, ხოლო 2020 წელს დარჩენილი 51%-იც გაასხვისა. "კავკასუს ონლაინის" აზერბაიჯანულ კომპანია NEQSOL-ზე გასხვისებას კომუნიკაციების კომისია უკანონოს უწოდებს.