LIVE

„კავკასუს ონლაინის“ 100%-ის მფლობელი აზერბაიჯანული NEQSOL-ი გახდა

24 მარ 202110:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 8387
„კავკასუს ონლაინის“ 100%-ის მფლობელი აზერბაიჯანული NEQSOL-ი გახდა

კომპანია "კავკასუს ონლაინის" მფლობელმა ხვიჩა მაქაცარიამ კომპანიის მის მფლობელობაში დარჩენილი 51%-იანი წილიც აზერბაიჯანულ „ნექსოლ ჰოლდინგს“ მიჰყიდა. ტრანზაქციის შედეგად, "კავკასუს ონლაინის" 100%-ის მფლობელი აზერბაიჯანელი ბიზნესმენი ნასიბ ჰასანოვი გახდა.

როგორც „ბიზნეს ფორმულასთვის“ გახდა ცნობილი, კომუნიკაციების კომისიასთან არც ეს ტრანზაქცია ყოფილა შეთანხმებული. შესაბამისად, კომისია მიიჩნევს, რომ ჰასანოვი "კავკასუს ონლაინის" უკანონო მფლობელია.

შეგახსენებთ, რომ "კავკასუს ონლაინის" 49%-იანი წილი აზერბაიჯანული კომპანიის ხელში 2019 წელს გადავიდა. ტრანზაქცია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან შეთანხმებული არ ყოფილა, რის გამოც მარეგულირებელმა კომპანიას წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება რამდენჯერმე მოსთხოვა. გასული წლის ზაფხულში, კომუნიკაციების შესახებ კანონში შესული ცვლილებების შედეგად, კომისიამ კომპანიაში სპეციალური მმართველი დანიშნა, თუმცა მმართველის უფლებამოსილება სასამართლომ დროებით შეაჩერა.