LIVE

Skill Lynk-მა Signify-ის ციფრული ხელმოწერა დააინტეგრირა

13 აგვ 202612:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 29
Skill Lynk-მა Signify-ის ციფრული ხელმოწერა დააინტეგრირა

HR ადმინისტრირების ინოვაციურმა პლატფორმა Skill Lynk-მა საკუთარ სისტემაში Signify-ის ელექტრონული ხელმოწერის ფუნქციონალი დააინტეგრირა. ამ პარტნიორობით Skill Lynk-ის მომხმარებლებისთვის HR პროცესების მართვის ციკლი 100%-ით გაციფრულდა, რაც ბაზარზე არსებულ ბიუროკრატიულ ბარიერებსა და სისტემებს შორის დოკუმენტების მექანიკური გადატანის საჭიროებას აუქმებს.

აქამდე, ინტეგრაციის გარეშე, ერთი დოკუმენტის მომზადებას, პლატფორმებს შორის ატვირთვა-ჩამოტვირთვასა და დაარქივებას საშუალოდ 15 წუთი სჭირდებოდა. Skill Lynk-ისა და Signify-ის ერთობლივი გადაწყვეტილებით კი, ეს დრო 30 წამამდე შემცირდა. მაგალითისთვის, 500-თანამშრომლიან კომპანიაში, სადაც წელიწადში საშუალოდ 3000 დოკუმენტი იქმნება, ინტეგრაცია 750 სამუშაო საათს 25 საათამდე ამცირებს, რაც დროის რესურსის კოლოსალურ დაზოგვას ნიშნავს.

პარტნიორის შერჩევისას Skill Lynk-ისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა Signify-ის, როგორც საქართველოში ყველაზე მაღალკვალიფიციური და ვებ-მეგობრული სისტემის რეპუტაცია, ასევე მათი გუნდის პროფესიონალიზმი და მომხმარებელთა მხარდაჭერის (Support) საუკეთესო სერვისი.

ამიერიდან, Skill Lynk-ის მომხმარებლებს შეუძლიათ პირდაპირ სისტემიდან, „ერთი ფანჯრის“ პრინციპით, დააინიცირონ და Signify-ს მეშვეობით ელექტრონულად მოაწერონ ხელი 4 ტიპის კრიტიკულ დოკუმენტს:

  • შრომით ხელშეკრულებას;
  • შვებულების განცხადებას;
  • ინვენტარის გადაცემის მიღება-ჩაბარების აქტს;
  • შემოვლის ფურცელს.

„Skill Lynk-ის ინტერესებშია, ადგილობრივ სისტემებთან პარტნიორობით შევქმნათ ჯანსაღი ეკოსისტემა B2B ბაზარზე. ჩვენი მიზანია, კომპანიებს მივაწოდოთ ინტეგრირებული სერვისები, რომლებიც ადმინისტრირებას ამარტივებს. Signify-სთან თანამშრომლობით, ჩვენ ვზოგავთ HR მენეჯერების უძვირფასეს დროს და მათ საშუალებას ვაძლევთ, ყოველდღიური რუტინის ნაცვლად, ყურადღება სტრატეგიულ ამოცანებზე გადაიტანონ,“ — აცხადებენ Skill Lynk-ში.

ორმხრივად ხელმოწერილი დოკუმენტების დაარქივება სისტემაში ავტომატურად ხდება, რაც მინიმუმამდე ამცირებს ადამიანურ შეცდომებს და კომპანიებს აძლევს სრულ კონტროლს საკუთარ ციფრულ არქივზე.

Skill Lynk -  ღრუბლოვან ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ონლაინ ინსტრუმენტია, რომელიც ავტომატიზაციას უწევს პოზიციების, შიფტების, ხელფასებისა და თანამშრომლების ყოველდღიური ოპერაციების მართვას საშუალო და დიდი ზომის კომპანიებში. სისტემა უზრუნველყოფს რეკრუტინგის, ადმინისტრირებისა და ხელფასის მართვის სინქრონიზაციას.

Signify -  საქართველოში წამყვანი დოკუმენტების მართვის ციფრული პლატფორმაა, რომელიც კომპანიებს იურიდიული ძალის მქონე ელექტრონული ხელმოწერების მარტივ და უსაფრთხო ინტეგრირებას სთავაზობს.

(R)