LIVE

ოქროს იმპორტის აკრძალვა - ავსტრალია რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს

04 ივლ 202211:36
3 წუთის საკითხავი
clock clock 884
ოქროს იმპორტის აკრძალვა - ავსტრალია რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს

ავსტრალია რუსეთს მორიგ სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო-ტექნიკური დახმარების პაკეტს გადასცემს.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზმა კიევში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ ქვეყანა კრძალავს რუსული ოქროს იმპორტს. ასევე დამატებით 16 რუს მინისტრსა და ოლიგარქს უწესებს სანქციებს და უკრძალავს მოგზაურობას. შედეგად, ავსტრალიის მიერ სანქცირებული რუსი პირების რიცხვი 843-მდე გაიზრდება.

ამასთან, ავსტრალია უკრაინას დამატებით 34 ჯავშანმანქანას: 14 ჯავშანტრანსპორტიორს და 20 ერთეულ "ბუშმასტერის" ტიპის ჯავშანმანქანას მიაწვდის. 

24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთს აშშ, ევროკავშირი, და დიდი ბრიტანეთი, სხვა მოკავშირეებთან ერთად, სანქციებს მუდმივად უწესებენ. 

ავსტრალიამდე რუსული ოქროს იმპორტი კანადამ, იაპონიამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა აკრძალეს. რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვაზე G7-ის ქვეყნების ლიდერები გასულ კვირას შეთანხმდნენ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დასავლეთის სანქციებს "გიჟური და დაუფიქრებელი" უწოდათუმცა, პუტინის მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ რუსეთის ეკონომიკა მძიმედ დაზარალდა სანქციებით. ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ, ელვირა ნაბიულინამ განაცხადა, რომ ქვეყნის მშპ-ს 15% საფრთხის ქვეშაა.