Kursi.ge-მ, ვალუტის კონვერტაციის ციფრულმა პლატფორმამ, გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების შვეიცარული პლატფორმისგან, Symbiotics-სგან 1,5 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო და მოლაპარაკებები დამატებითი დაფინანსების მოზიდვაზე გრძელდება.
ეს კომპანიისთვის დაფინანსების პირველი შეთანხმებაა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან და მისივე შეფასებით, ასახავს საერთაშორისო ნდობის ზრდას საქართველოს ფინტექ სექტორის მიმართ.
შეთანხმებას ხელი ჟენევაში 2 ივნისს, მოეწერა. კომპანია გეგმავს, მოზიდული დაფინანსებით გააძლიეროს საკუთარი შესაძლებლობები იმისთვის, რომ ფიზიკურ პირებს და ბიზნესებს სწრაფი, კომფორტული და კონკურენტული ვალუტის კონვერტაციის ონლაინ სერვისი შესთავაზოს.
"ჩვენთვის ეს მხოლოდ დაფინანსების შეთანხმება არ არის — ეს არის გამოცდილი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან ნდობის ძლიერი გამოხატულება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ციფრული ფინანსური პლატფორმები საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებენ და ინსტიტუციური პარტნიორების მოზიდვა შეუძლიათ," ამბობს გიორგი აგლაძე, Kursi.ge-ს თანადამფუძნებელი.
Kursi.ge არის ვალუტის კონვერტაციის ქართული პლატფორმა, რომელიც ფიზიკურ ორიენტირებულია ტრადიციული ვალუტის გადამცვლელი არხების სწრაფი, მარტივი და გამჭვირვალე ალტერნატივის შექმნაზე.