LIVE

პუტინი დასავლეთის “გიჟურ და დაუფიქრებელ” სანქციებს გმობს

18 ივნ 202214:36
3 წუთის საკითხავი
clock clock 844
პუტინი დასავლეთის “გიჟურ და დაუფიქრებელ” სანქციებს გმობს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დასავლეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებულ სანქციებს “გიჟური და დაუფიქრებელი” უწოდა

პეტერბურგში გამართულ ფორუმზე გამოსვლისას პუტინმა განაცხადა, რომ “რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ ბლიცკრიგს წარმატების არანაირი შანსი არ ჰქონდა”. მისი თქმით, შეზღუდვები “უფრო საზიანოა” მათთვის, ვინც ის დააწესა.

პეტერბურგის ყოველწლიურ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ ევროკავშირმა შეიძლება დაკარგოს $400 მილიარდზე მეტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამო.

თუმცა, პუტინის მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ რუსეთის ეკონომიკა მძიმედ დაზარალდა სანქციებით. ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ, ელვირა ნაბიულინამ განაცხადა, რომ ქვეყნის მშპ-ს 15% საფრთხის ქვეშაა.

ნაბიულინა ასევე სკეპტიკური ჩანდა სწრაფი აღდგენის პერსპექტივასთან დაკავშირებით და უთხრა დელეგატებს სანქტ-პეტერბურგში გამართულ კონფერენციაზე, რომ “ყველასთვის ნათელია, რომ ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც ადრე”.

ქვეყნის უმსხვილესი კრედიტორის, Sberbank-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკის 2021 წლის დონემდე აღდგენას შესაძლოა ათ წელზე მეტი დასჭირდეს.

თუმცა, პუტინი ცდილობს, შეინარჩუნოს პოზიტიური ტონი და ბიზნესი დაარწმუნოს, ინვესტირება ქვეყანაში მოახდინონ. 

“აქ ჩადეთ ინვესტიცია. ეს უფრო უსაფრთხოა. ვისაც ამის მოსმენა არ სურდა, მილიონები დაკარგა საზღვარგარეთ”, - განაცხადა პუტინმა.

69 წლის ლიდერმა ასევე ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომით გამოწვეული გლობალური სასურსათო კრიზისის შესახებ შეშფოთებაზე და თქვა, რომ რუსეთს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტი. მისი თქმით, მხოლოდ მარცვლეულის ექსპორტი შეიძლება დაახლოებით 50 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.