LIVE

საზამთრო, მწვანილი და ბადრიჯანი ივნისში მკვეთრად გაძვირდა

03 ივლ 202613:49
3 წუთის საკითხავი
clock clock 105
საზამთრო, მწვანილი და ბადრიჯანი ივნისში მკვეთრად გაძვირდა

ბოლო ერთ თვეში ყველაზე მეტად საზამთრო გაძვირდა, ივნისის თვეში მისი ღირებულება წინა თვესთან შედარებით 57%-ით არის გაზრდილი და კილოგრამზე საშუალოდ 2.18 ლარს შეადგენს.

წინა თვესთან შედარებით ასევე მკვეთრად არის გაძვირებული მწვანილიც - 23 პროცენტით, ხოლო ბადრიჯანი - 15 პროცენტით. ივნისში მაისთან შედარებით 8 პროცენტით გაძვირდა ხახვიც. 

გაიაფებით კი, საგრძნობლად კიტრი და პომიდორი გაიაფდა - ორივე დაახლოებით 40 პროცენტით. მაისში 1 კგ პომიდვრის საშუალო ფასი 7 ლარს აღწევდა, ამ დროისთვის კი საქსტატის თანახმად - 4.32 ლარი ღირს. მიუხედავად ამისა, წლიურად პომიდორი მაინც გაძვირებულია 25%-ით, ხოლო კიტრი - 34 პროცენტით.

ამ ფონზე, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული თვიური ინფლაცია 0.1 პროცენტია, ხოლო წლიური - 5.8 პროცენტი. 

წინა წლის ივნისთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა:

  • ქლიავი +98 პროცენტი
  • დიზელი +48% პროცენტი
  • ქორწინების ბეჭედი +45 პროცენტი
  • ატამი +37 პროცენტი
  • კიტრი +34 პროცენტი
  • მსხალი +34 პროცენტი
  • პომიდორი +25 პროცენტი
  • თვითმფრინავით მგზავრობა +32 პროცენტი