LIVE

უკრაინული სიმინდით დატვირთული გემი ესპანეთში ჩავიდა - CNN

13 ივნ 202216:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 910
უკრაინული სიმინდით დატვირთული გემი ესპანეთში ჩავიდა - CNN

უკრაინული სიმინდით დატვირთული გემი ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთ პორტში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ოფიციალური პირების განცხადებით, გემ Alppila-ზე 18,000 ტონა მარცვლეული არის განთავსებული. ის დღეს დილით შევიდა ესპანეთის ქალაქ ლა კორუნიას პორტში. CNN-ის ინფორმაციით, გემიდან მარცვლეულის ჩატვირთვა ხვალ იგეგმება. 

გადაზიდვა მიზნად ისახავს რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადის დაძლევას. უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, პორტების ბლოკადა და მარცვლეულის მიწოდების შეფერხება გლობალური შიმშილის საფრთხეს ქმნის. შესაძლოა, 49 მილიონამდე ადამიანს მოუწიოს შიმშილობა ან აღმოჩნდეს შიმშილობის მსგავს მდგომარეობაში. ქვეყნები გამოსავალს ეძებენ. 

გასულ კვირას Izvestia-ზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოდესიდან შავი ზღვის ნეიტრალურ წყლებში მარცვლეულით დატვირთულ გემებს თურქული ხომალდები მიაცილებდნენ. ამ საკითხზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ანკარაში რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს ესაუბრა. შეხვედრას უკრაინული მხარე არ დასწრებია. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განაცხადებით, უკრაინა ანკარაში შეხვედრაზე მიწვეული არ იყო. მან გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს მარცვლეულის ექსპორტის გასაადვილებლად, განსაკუთრებით საზღვაო გზით.

გუშინ, უკრაინის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ უკრაინამ მარცვლეულის ექსპორტის ალტერნატიული გზები მოიძია.