LIVE

სურსათის ნაკლებობამ შესაძლოა, ომზე მეტი სიკვდილი გამოიწვიოს - ბრიტანეთის მინისტრი

24 მაი 202214:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 456
სურსათის ნაკლებობამ შესაძლოა, ომზე მეტი სიკვდილი გამოიწვიოს - ბრიტანეთის მინისტრი

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო მარცვლეულისა და სურსათის ნაკლებობამ შესაძლოა მძიმე გლობალური შედეგები გამოიწვიოს,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მდივანმა, გრანტ შაპსმა განაცხადა.

“გაძლიერდება და გაიზრდება შიმშილი, რამაც შეიძლება თავად ომით დაზარალებულთა რიცხვს გადააჭარბოს”, - განუცხადა მან Sky News-ს.

ტრანსპორტის მდივანი შეხვდა უკრაინელ კოლეგას, ინფრასტრუქტურის მინისტრ ალექსანდრე კუბრაკოვს, რათა განეხილათ ქვეყნიდან მარცვლეულის გატანის გზები მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის მთავარი საზღვაო პორტები დაბლოკა.

სურსათის ექსპორტთან დაკავშირებულმა სირთულეებმა ომის დაწყების შემდეგ გლობალური ფასების ზრდა გამოიწვია, რადგან რუსეთი და უკრაინა კონფლიქტამდე ხორბლის მსოფლიო მარაგის დაახლოებით 30%-ს აწარმოებდნენ.