LIVE

რუსეთმა საგარეო ვალის გადახდისთვის ახალი გზა იპოვა

30 მაი 202213:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 3809
რუსეთმა საგარეო ვალის გადახდისთვის ახალი გზა იპოვა

რუსეთი ევროობლიგაციების გადახდისთვის ახალ მექანიზმს ქმნის, რომლითაც დასავლეთის ფინანსურ ინფრასტრუქტურას და პოტენციურ დეფოლტს გვერდს აუვლის. ამის შესახებ რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა Vedomosti-სთან ინტერვიუში განაცხადა.

სილუანოვის თქმით, გადახდების მისაღებად უცხოელი ინვესტორები რუსულ ბანკებში რუბლის და მყარი ვალუტის ანგარიშებს გახსნიან. მოკლედ, ეს არის საპირისპირო სურათი იმისა, თუ როგორ იხდიან ევროპული ქვეყნები ახლა რუსულ გაზისთვის სანქციებისგან თავის არიდებით.

რუსეთი ევროობლიგაციებზე გადახდებს რუბლში განახორციელებს, რომელიც შემდეგ შესაძლებელია სხვა ვალუტაში გადაიცვალოს. თუმცა, ევროში დენომინირებული ევროობლიგაციები გადაიხდება ევროში, რადგან ევროკავშირს არ მიუღია შეზღუდვები ევროში გადახდებზე.

რუსეთი უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სანქციებისა და შეზღუდვების ფონზე, დეფოლტს უახლოვდება. გასული ოთხშაბათიდან აშშ-ის ბანკებსა და ფიზიკურ პირებს რუსეთის მთავრობისგან ობლიგაციებზე გადახდების მიღება ეკრძალებათ.

"ეს მექანიზმი, როგორც ჩანს, მუშაობს ქაღალდზე, მაგრამ ეს ყველაფერი ტექნიკური საკითხებია. მთავარი საკითხი არის ის, თუ როდის შეაჩერებს რუსეთი ამ ომს და თუ არ შეწყვეტს, როდემდე შეუძლია თავიდან აიცილოს ფინანსური სისტემის კოლაფსი",- განაცხადა კარლ ვონგმა, ჰონგ-კონგის Avenue Asset Management-ის ფიქსირებული შემოსავლის ხელმძღვანელმა.

ქვეყანა დეფოლტს კიდევ უფრო მიუახლოვდა მას შემდეგ, რაც პარასკევს ინვესტორებმა ევროსა და დოლარში $100 მილიონიანი კუპონის გადახდა ვერ მიიღეს, რამაც 30-დღიანი საშეღავათო პერიოდის გააქტიურება გამოიწვია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია