LIVE

რამდენს ხარჯავენ უცხოელები ქართულ რესტორნებსა და სასტუმროებში

15 ივლ 202612:28
3 წუთის საკითხავი
clock clock 78
რამდენს ხარჯავენ უცხოელები ქართულ რესტორნებსა და სასტუმროებში

ივნისში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდის ტემპს ტრანზაქციების ზრდამ გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს, რომ უცხოელი ვიზიტორები ერთ ტრანზაქციაზე ნაკლებს ხარჯავენ.

უფრო კონკრეტულად, თიბისი კაპიტალის მონაცემებით, გასულ თვეში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები წლიურად 21%-ით, ხოლო უნაღდო ტრანზაქციების ჯამური რიცხვი 27%-ით გაიზარდა. საგულისხმოა, რომ წინა თვესთან შედარებით ორივე მაჩვენებელი შემცირებულია.

  • ვიზიტორების დანახარჯების მხრივ ყველაზე კარგი სურათი თბილისს აქვს - სასტუმროებსა და რესოტრნებში წლიური ზრდის ტემპი პოზიტიურია და გაზრდილია საშუალო დანახარჯიც. ვიზიტორების საშუალო უნაღდო დანახარჯი თბილისის სასტუმროში შარშან ივნისში 602 ლარიდან წელს ივნისში 755-მდეა გაზრდილი, ხოლო რესტორანში 67 ლარიდან 73 ლარამდე.
  • აჭარის სასტუმროებში ტრანზაქციის საშუალო მოცულობა გაიზარდა (+44%-ით 766 ლარამდე), ხოლო რესტორნების მაჩვენებელი კვლავ ჩამორჩება გასულ წელს (-7%). ეს უკანასკნელი შარშანდელი 231-დან წლს 195 ლარამდეა შემცირებული. 
  • კახეთის რესტორნებში გაზრდილია უნაღდო დანახარჯებიც და საშუალო ტრანზაქციის მოცულობაც (114 ლარი). თუმცა, წლიურად შემცირდა სასტუმროებში უნაღდო დანახარჯები 510 ლარიდან 478 ლარამდე (-8%),  რესტორნებში ზრდაც შენელებულია - შარშან ივნისში თუ უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემმპი 36% იყო, წელს - მხოლოდ 10%-ია.

თიბისი კაპიტალი ელის, რომ ზაფხულის სეზონის გააქტიურება წლიურ ზრდას შეუწყობს ხელს, განსაკუთრებით აჭარის სასტუმროებში, თუმცა საშუალო ტრანზაქციის დაბალმა ღირებულებამ შესაძლოა რესტორნებში ზრდა შეზღუდოს.

*ზრდის ტემპები გამოთვლილია თიბისი ბანკის არხებით POS და ელ-კომერციის ხარჯვაზე დაყრდნობით.