LIVE

მასკმა Twitter-ის ყიდვის $44 მილიარდიანი გარიგება დროებით შეაჩერა

13 მაი 202214:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 628
მასკმა Twitter-ის ყიდვის $44 მილიარდიანი გარიგება დროებით შეაჩერა

ელონ მასკი აცხადებს, Twitter-ის ყიდვასთან დაკავშირებით $44-მილიარდიანი გარიგება "დროებით შეჩერებულია". მილიარდერის თქმით, ის ყალბი ანგარიშების შესახებ მონაცემებს ელოდება. 

ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, წინა საბაზრო ვაჭრობაში Twitter-ის აქციების ფასი 20%-ით შემცირდა, Tesla აქციები კი დაახლოებით 5%-ით გაიზარდა.

Twitter-მა წინა განცხადებით, 2022 წლის პირველ კვარტალში ყალბი ან სპამის ანგარიშები ყოველთვიურად დღის განმავლობაში აქტიური მომხმარებლების საშუალო მაჩვენებლის 5%-ზე ნაკლებს შეადგენდა.

მასკმა გასულ თვეში Twitter-ის შესყიდვის შესახებ განცხადებაში აღნიშნა, რომ სურს ებრძოლოს ბოტებს და პლატფორმა სიტყვის თავისუფლების ბასტიონად აქციოს. 

ამჟამად Twitter-ზე ბოტების აქტივობა ნებადართულია, თუმცა კომპანიის პოლიტიკის თანახმად, ასეთ ანგარიშებზე მითითებული უნდა იყოს, რომ ისინი ავტომატიზებულია. პლატფორმა ასევე იყენებს "კარგი" ბოტების ნიშანს. ამის მაგალითია @tinycarebot. თუმცა, სპამის ბოტები არ არის ნებადართული და კომპანიას აქვს მათთან ბრძოლის პოლიტიკა.

ბოლო დღეებში გაიზარდა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, შეძლებს თუ არა მასკი კომპანიის შეძენას. გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენმა შესაძლოა წინადადება შეცვალოს და შეთავაზებული თანხა შეამციროს. 

 

გასული თვის ბოლოს, ილონ მასკი Twitter-ის $44 მილიარდად ყიდვას დათანხმდა. ეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარიგებაა, რომელიც 16 წლის სოციალურ ქსელს კერძო კომპანიად აქცევს. განცხადების თანახმად, ინვესტორები Twitter-ის თითოეული აქციისთვის $54,20-ს მიიღებენ. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯაილს ტერნერი