LIVE

VTB-ის ყიდვით რამდენიმე ჯგუფია დაინტერესებული - სებ

04 მაი 202215:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 794
VTB-ის ყიდვით რამდენიმე ჯგუფია დაინტერესებული - სებ

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა აცხადებს, რომ შესაძლოა „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ გაიყიდოს. 

„ბიზნეს ფორმულას“ კითხვაზე, ვინ აპირებს ბანკის ყიდვას და არის თუ არა მსურველებს შორის ბიზნესმენი დავით ხიდაშელილეჟავა აღნიშნავს, რომ ბანკის ყიდვით რამდენიმე ჯგუფია დაინტერესებული, რომელთა ვინაობა კონფიდენციალურია.

„დღეს ბანკი გაჩერებულია, არ აქვს ტრანზაქციები. „ვითიბი“ დღევანდელ მფლობელობის სტრუქტურაში და სანქციების ქვეშ ფუნქციონირებას ვერ გააგრძელებს. შესაბამისად, თუ ბანკი საქართველოს ბაზარზე დარჩება, ეს იმ ფორმით უნდა მოხდეს, რომელიც მასზე სანქციების მოხსნას გამოიწვევს. გაყიდვაზე საუბარი არის, დაინტერესება სხვადასხვა ჯგუფებისგან იყო, თუმცა კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ. კონფიდენციალური ინფორმაციაა და სანამ უშუალოდ ტრანზაქცია არ შესრულდება, ეროვნული ბანკის მხრიდან ამის გაჟღერება ვერ მოხდება. სებ-ში წილების გასხვისებაზე ოფიციალურად განაცხადი ჯერ შემოტანილი არ არის“, - აცხადებს პაპუნა ლეჟავა.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის გამო, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსულ ფინანსურ სისტემას, მათ შორის რუსეთის სახელმწიფო ბანკ „ვითიბის“ სანქციები დაუწესა, რაც საქართველოში მოქმედ „ვითიბი ბანკ საქართველოზეც“ გავრცელდა. შედეგად სანქცირებულმა ბანკმა საცალო სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი „ბაზისბანკს“, მცირე და საშუალო ბიზნესის დეპოზიტებისა და სესხების პორტფელი კი „ლიბერთი ბანკს“ გადააბარა.