„ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ საცალო სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი ბაზისბანკზე გაიყიდება. შესაბამისად, "ვითიბი ბანკ ჯორჯიას" ყველა ფიზიკური პირი მეანაბრე და მსესხებელი გახდება "ბაზის ბანკის" მომხმარებელი და საბანკო მომსახურებას მიიღებს როგორც "ბაზის ბანკის", აგრეთვე "ვითიბი ბანკის" ფილიალებში.
ეროვნული ბანკის განცხადებით, "ვითიბი ბანკ ჯორჯიას" ფიზიკურ პირ მსესხებლებს და დეპოზიტორებს ბაზისბანკი მოემსახურება. ბანკის განცხადებით, მუშაობა პორტირებაზე დაწყებულია და ყველა დეპოზიტორის ინტერესი დაცული იქნება, ხოლო მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილებული. .
ბანკი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიული საომარი მოქმედებების გამო, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსულ ფინანსურ სისტემას ფინანსური სანქციები დაუწესა. შედეგად, სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებსაც მისცა.
ეროვნული ბანკი ხაზს უსვამს, რომ ბანკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ფინანსური სექტორის სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ბანკის განცხადებით, ამ მანდატის ფარგლებში, საფინანსო სექტორის მეანაბრეთა ინტერესების დაცვა მთავარი პრიორიტეტია.