LIVE

Bloomberg: გაზის ოთხმა ევროპელმა მყიდველმა რუსეთს რუბლი უკვე გადაუხადა

27 აპრ 202216:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1927
Bloomberg: გაზის ოთხმა ევროპელმა მყიდველმა რუსეთს რუბლი უკვე გადაუხადა

Bloomberg-ის ინფორმაციით, გაზის ოთხმა ევროპელმა მყიდველმა უკვე გადაიხადა რუსული გაზის მიწოდების საფასური რუბლში. სავარაუდოდ, თუ სხვები უარს იტყვიან კრემლის მოთხოვნის შესრულებაზე, მაისის მეორე ნახევრამდე, რუსეთი მიწოდებას შეწყვეტს.

რუსეთი გაზს ევროპის 23 ქვეყანას აწვდის.

Bloomberg-ის წყაროს ცნობით, ათმა ევროპულმა კომპანიამ გახსნა ანგარიშები Gazprombank-ში, რაც საჭიროა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რუბლში გადახდისთვის.

პოლონეთსა და ბულგარეთში გაზის მიწოდება 27 აპრილს მას შემდეგ შეწყდა, რაც მათ უარი თქვეს რუბლში გადახდაზე. 

მიწოდების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას “შანტაჟი” უწოდა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა. მისი თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ საგანგებო გეგმები ამ სცენარისთვის და ევროკომისია მჭიდრო კავშირშია მათთან, რათა უზრუნველყოს ალტერნატიული მიწოდება და რეზერვების სათანადო მოცულობები მთელს ბლოკში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია