ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ვარაუდობს, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის ეკონომიკა წელს ჯამურად 2.8 პროცენტით გაიზრდება, რისი მიზეზიც ენერგოიმპორტის გაზრდილი ღირებულებაა ნავთობის გაძვირების ფონზე. ამას ემატება ტურიზმიდან შემცირებული შემოსავლები, რაც განსაკუთრებით აისახება საქართველოზე და სომხეთზე - თუმცა მიუხედავად ამისა, ორივე ქვეყნის ზრდის პროგნოზი რეგიონის სხვა მოთამაშეებთან შედარებით მაღალ ნიშნულზეა.
ქვეყნების მიხედვით წლევანდელი და მომავალი წლის ზრდის პროგნოზი EBRD-სგან ამ დროისთვის ასე გამოიყურება:
- საქართველო - 6% (2027 - 5%; EBRD-მა წლევანდელი პროგნოზი ამ ჯერზე 0.5 პპ-ით გააუმჯობესა)
- სომხეთი - 5.5% (2027 - 5.5%)
- აზერბაიჯანი - 2% (2027 - 2.5%)
- მოლდოვა - 2.8% (2027 - 3.5%)
- უკრაინა - 2.2% (2027 - 4%)
გარდა ამისა, წელს თურქეთის ეკონომიკური ზრდა სავარაუდოდ 3.5%-მდე შენელდება, ხოლო მომავალი წლიდან 4%-ს მიაღწევს - ასეთია EBRD-ის განახლებული პროგნოზი.