რუსულმა Gazprom-მა ბულგარეთსა და პოლონეთს გაზის მიწოდება შეუჩერა. კომპანიის განცხადების თანახმად, მიზეზი საფასურის რუბლში გადაუხდელობა გახდა.
Gazprom-ის განცხადებით, ქვეყნებს დროულად ეცნობათ მიწოდებული გაზის რუბლით გადახდის აუცილებლობის შესახებ.
მანამდე Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, გაზის მიწოდება მხოლოდ რამდენიმე საათით შეჩერდა. თუმცა, რუსული ენერგოგიგანტის განცხადებით, რუბლში გადახდის გარეშე მიწოდება არ აღდგება.
გაზის საფასურის რუბლში გადახდა ვლადიმერ პუტინის მოთხოვნაა, რომლის დაკმაყოფილებაზე უარს ამბობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. პუტინის პირობას დათანხმდა და რუბლში გადახდა დაიწყო სომხეთმა.