LIVE

SpaceX-ის აქციებზე წინასწარი მოთხოვნა დაგეგმილ მიწოდებას თითქმის 4-ჯერ აჭარბებს

10 ივნ 202611:38
3 წუთის საკითხავი
clock clock 34
SpaceX-ის აქციებზე წინასწარი მოთხოვნა დაგეგმილ მიწოდებას თითქმის 4-ჯერ აჭარბებს
Michael Nagle/Bloomberg

SpaceX-ის აქციების განთავსებამდე ორი დღით ადრე ინვესტორების მოთხოვნა $250 მილიარდს აჭარბებს, რაც კომპანიის მიერ დაგეგმილ 75 მილიარდიან ემისიას თითქმის ოთხჯერ აღემატება - ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით როიტერსი ავრცელებს.

თუმცა წინასწარი მოთხოვნა შესაძლოა შეიცვალოს მას შემდეგ რაც ხუთშაბათს განთავსების საბოლოო ფასი დადგინდება. 

მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ აქციების უმსხვილესი განთავსება ბაზარზე დიდი მერყეობის პერიოდს ემთხვევა - Nasdaq-ის ინდექსი სამშაბათს ისევ დაეცა მას შემდეგ რაც პარასკევს ბოლო ერთ წელში ყველაზე დიდი ვარდნა აჩვენა. ასევე ქვევით მიდის ბიტკოინი და იანვრის პიკთან შედარებით 37%-ით დაბალ ნიშნულზე ივაჭრება. 

⁠SpaceX-ის როუდშოუებიდან ჩანს რომ გარდა კოსმოსური ხომალდების და სატელიტური ინტერნეტის ბიზნესისა, კომპანია $23 მილიარდიან საბაზრო შესაძლებლობას ხედავს ხელოვნური ინტელექტის ნაწილშიც და აცხადებს რომ ის ერთადერთია ვისაც შეუძლია დედამიწის ლიმიტირებულ შესაძლებლობებს თავი დააღწიოს იმ გაგებით, რომ კოსმოსს გამოიყენებს ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო კომპიუტერული სიმძლავრეების გასავითარებლად. 

"კოსმოსზე წვდომის ღირებულების დრამატული შემცირებით  შეგვიძლია გავაფართოვოთ ჩვენი მისია და ვუპასუხოთ დედამიწის ყველაზე დიდ გამოწვევებს,” აცხადებენ ილონ მასკის კოსმოსურ ბიზნესში, რომლის აქციები ხუთშაბათიდან საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდება.

SpaceX 12 ივნისს 555.6 მილიონი აქციის გაყიდვას გეგმავს თითოს $135 დოლარად, რაც დაახლოებით $75 მილიარდი დოლარს უტოლდება და საერთო ჯამში კომპანიის ღირებულებას 1.77 ტრილიონ დოლარამდე ზრდის.