LIVE

EU: რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტა შანტაჟის ინსტრუმენტია

27 აპრ 202213:38
3 წუთის საკითხავი
clock clock 795
EU: რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტა შანტაჟის ინსტრუმენტია
Reuters

რუსეთის გადაწყვეტილება, შეწყვიტოს გაზის მიწოდება ევროპისთვის, “შანტაჟის ინსტრუმენტია”. ეს განცხადება ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა გააკეთა.

ლეიენმა კრემლის ნაბიჯს “გაუმართლებელი და მიუღებელი” უწოდა და ამბობს, რომ ეს აჩვენებს რუსეთის, როგორც გაზის მიმწოდებლის არასანდოობას.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ საგანგებო გეგმები ამ სცენარისთვის და ევროკომისია მჭიდრო კავშირშია მათთან, რათა უზრუნველყოს ალტერნატიული მიწოდება და რეზერვების სათანადო მოცულობები მთელს ბლოკში.

ლეიენის თქმით, გაზის საკოორდინაციო ჯგუფი განსაზღვრავს ევროკავშირის კოორდინირებულ პასუხს.

“გავაგრძელებთ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას ალტერნატიული ნაკადების უზრუნველსაყოფად და მე გავაგრძელებ მუშაობას ევროპულ და მსოფლიო ლიდერებთან ევროპაში ენერგომომარაგების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ევროპელებს შეუძლიათ ჩვენი სრული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ”,- განაცხადა ლეიენმა.

დღეს, 27 აპრილს Gazprom-მა პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა. კომპანიის განცხადების თანახმად, მიზეზი საფასურის რუბლში გადაუხდელობა გახდა. პოლონეთისა და ბულგარეთისთვის მიწოდების შეჩერების შემდეგ საფასურის რუბლში გადახდას დათანხმდა ავსტრია.