LIVE

ჩინური ენერგოგიგანტები Shell-ის რუსული წილის შესაძენად მოლაპარაკებებს აწარმოებენ

22 აპრ 202216:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 641
ჩინური ენერგოგიგანტები Shell-ის რუსული წილის შესაძენად მოლაპარაკებებს აწარმოებენ
Toby Melville/File Photo/Reuters

Bloomberg-ის ინფორმაციით, ჩინეთის მთავარი სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიები Shell-ის რუსული წილის შესაძენად მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

Cnooc-ი, CNPC-ი და Sinopec Group-ი ერთობლივ მოლაპარაკებებს აწარმოებენ Shell-თან კომპანიის 27,5%-იანი წილზე Sakhalin-2-ის პროექტში მას შემდეგ, რაც კომპანიამ რუსეთის ბაზარი დატოვა. 

მოლაპარაკებები ადრეულ ეტაპზეა და რჩება შესაძლებლობა, რომ გარიგება არ შედგეს. Shell-ი ასევე ღიაა მოლაპარაკებებისთვის სხვა პოტენციურ მყიდველებთან ჩინეთის ფარგლებს გარეთ.

Shell-ის ათობით თანამშრომელი, რომლებიც დროებით დაინიშნა რუსეთში Sakhalin-2-ის პროექტზე, შაბათ-კვირას გაათავისუფლეს სხვა ოფისებში დასაბრუნებლად, რადგან კომპანია რუსეთის ბაზრის დატოვების პროცესს აჩქარებს.

Shell-მა რუსეთის ბაზრის დატოვების შესახებ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ განაცხადა. გადაწყვეტილების შედეგად, კომპანია $5 მილიარდს კარგავს, იმაზე მეტს ვიდრე აქამდე იყო ნავარაუდევი, რადგან ნავთობისა და გაზის ფასების ზრდამ გამოიწვია სავაჭრო აქტივობის ზრდა წლის პირველ კვარტალში.

რუსეთის ომმა უკრაინაში შეარყია ენერგეტიკული ბაზრები და ფასების ზრდა გამოიწვია, რაც აძლიერებს ზეწოლას მთავრობებზე მთელს მსოფლიოში, რათა გადახედონ საწვავის მიწოდების გრძელვადიან გეგმებს. პეკინის ჯერ კიდევ მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა მოსკოვთან ჩინურ კომპანიებს საშუალებას აძლევს, შეიძინონ წილები პროექტებში დასავლური კომპანიების გასვლის შემდეგ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია