LIVE

Shell-ი რუსეთიდან გასვლის გამო $5 მილიარდს კარგავს

07 აპრ 202214:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 634
Shell-ი რუსეთიდან გასვლის გამო $5 მილიარდს კარგავს

Shell-ი რუსეთის ბაზრის დატოვების შემდეგ $5 მილიარდს კარგავს, იმაზე მეტს ვიდრე აქამდე იყო ნავარაუდევი, რადგან ნავთობისა და გაზის ფასების ზრდამ გამოიწვია სავაჭრო აქტივობის ზრდა წლის პირველ კვარტალში.

თუმცა, კომპანიის განცხადების თანახმად, $4-დან $5 მილიარდამდე დანაკარგი არ იმოქმედებს კომპანიის მოგებაზე.

Shell-ი, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით $210 მილიარდია, ადრე ამბობდა, რომ კლება დაახლოებით $3,4 მილიარდი იქნებოდა. $5 მილიარდამდე ზრდა გამოიწვია დამატებითმა პოტენციურმა ზემოქმედებამ, რომელიც დაკავშირებულია კონტრაქტებთან, დებიტორული დავალიანების ჩამოწერასთან და საკრედიტო დანაკარგებთან რუსეთში.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე Shell-ის აქციები 1.2%-ით დაეცა.

2022 წლის დასაწყისი იყო ერთ-ერთი ყველაზე მშფოთვარე პერიოდი ნავთობისა და გაზის ინდუსტრიისთვის, რადგან დასავლურმა კომპანიებმა, მათ შორის Shell-მა, დატოვეს რუსეთი, გაწყვიტეს სავაჭრო კავშირები და შეჩერდა ერთობლივი საწარმოების საქმიანობა. 

ნავთობის საორიენტაციო ფასი კვარტალში ერთ ბარელ ნავთობზე საშუალოდ $100 დოლარამდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2014 წლის შემდეგ, მაშინ როცა გაზის ევროპულმა ფასებმა რეკორდულ ზღვარს მიაღწია.

ბოლო თვეების განმავლობაში საქონლის ფასების უპრეცედენტო ცვალებადობამ ტრეიდერებს უბიძგა, მკვეთრად გაეზარდათ წინასწარი გადასახადები ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტვირთისთვის.

Shell-ი, მსოფლიოში თხევადი ბუნებრივი გაზის უმსხვილესი მოვაჭრე, ელის, რომ LNG-დან ვაჭრობის შემოსავალი უფრო მაღალი იქნება მიმდინარე კვარტალში წინა სამ თვესთან შედარებით. ასევე, “მნიშვნელოვნად მაღალი” იქნება ნავთობის ვაჭრობიდან მიღებული მოგება.

მიმდინარე კვარტალში დაახლოებით $7 მილიარდი ნავთობისა და გაზის რეზერვების ღირებულების ცვლილება ნეგატიურად აისახება ფულადი სახსრების მოძრაობაზე.

რუსეთ-უკრაინის ომის გამო რუსეთის ბაზარი უკვე 450-ზე მეტმა კომპანიამ დატოვა