LIVE

კუნძულმა ჯერსიმ აბრამოვიჩს $7 მილიარდის აქტივები გაუყინა

13 აპრ 202218:16
3 წუთის საკითხავი
clock clock 854
კუნძულმა ჯერსიმ აბრამოვიჩს $7 მილიარდის აქტივები გაუყინა

სანქცირებული რუსი მილიარდერების ოფშორულ სიმდიდრეზე უკანასკნელი შეტევის ფარგლებში, ინგლისის არხის გადასახადების სამოთხის, ჯერსის ხელისუფლებამ რომან აბრამოვიჩის $7 მილიარდის ღირებულების აქტივები გაყინა.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადების მიხედვით, აქტივების გაყინვის ბრძანება ჯერსის სამეფო სასამართლომ გასცა. პარალელურად, პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა იმ შენობაში, რომელიც შესაძლოა აბრამოვიჩთან იყოს დაკავშირებული.

აბრამოვიჩს სანქციები ევროკავშირმა და დიდი ბრიტანეთმა, როგორც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებულ მაგნატს გასულ თვეში დაუწესა. აბრამოვიჩის წინააღმდეგ დასავლურმა სანქციებმა მილიარდერის აქტივები გაყინული, ხოლო მისი საფეხბურთო კლუბის, Chelsea-ს მომავალი გაურკვეველი დატოვა.

ინგლისის არხის კუნძულების ნაწილი, ჯერსი თვითმმართველი, ბრიტანეთის გვირგვინზე დამოკიდებული კუნძულია, რომელიც საფრანგეთიდან 14 მილით არის დაშორებული და თავდაცვისთვის ბრიტანეთს ეყრდნობა. ფინანსური სერვისების ფირმებისა და ტურისტების გარდა, კუნძული მდიდრებისთვის დიდი ხანია მიმზიდველი ლოკაციაა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯონათან ბრაუნინგი