LIVE

Airbnb-ი რუსეთსა და ბელარუსში ოპერაციებს აჩერებს

05 აპრ 202215:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 778
Airbnb-ი რუსეთსა და ბელარუსში ოპერაციებს აჩერებს

Airbnb-ი აცხადებს, რომ რუსეთსა და ბელარუსში ოპერაციები შეაჩერა.

"სტუმრები მთელი მსოფლიოდან ვეღარ შეძლებენ ახალი ჯავშნების გაკეთებას რუსეთსა და ბელარუსში დასარჩენად ან გამოცდილებების მისაღებად",- განაცხადა კომპანიამ.

Airbnb-ის მიხედვით, ჯავშნები 4 აპრილიდან გაუქმებულია.

კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ სტუმრები, რომლებიც ბელარუსში ან რუსეთში იმყოფებიან Airbnb-ზე ახალ ჯავშნებს ვეღარ გააკეთებენ.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან ჩესკიმ ოპერაციების დაგეგმილი შეჩერების შესახებ Twitter-ზე 4 მარტს განაცხადა.

კომპანიამ უფრო ადრე ასევე აღნიშნა გარკვეული ფინანსური ტრანზაქციების განხორციელების პრობლემა რუსეთსა და ბელარუსში, რომელსაც დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები იწვევდა.