LIVE

პუტინის ომი რუსეთის ეკონომიკიდან 15-წლიან ზრდას გააქრობს

24 მარ 202222:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1374
პუტინის ომი რუსეთის ეკონომიკიდან 15-წლიან ზრდას გააქრობს

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის (IIF) ცნობით, რუსეთი 2023 წლის ბოლოსთვის 15 წლის განმავლობაში მიღწეულ ეკონომიკურ ზრდას დაკარგავს.

მოსალოდნელია, რომ ეკონომიკა 2022 წელს 15%-ით შემცირდება, რასაც 2023 წელს 3%-იანი კლება მოჰყვება. ეს ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს 15 წლის წინანდელ ნიშნულზე დააბრუნებს. ეკონომისტები ბენჯამინ ჰილგენსტოკი და ელინა რიბაკოვა ასევე აღნიშნავენ, რომ დამატებითმა სანქციებმა, შესაძლოა, მათი ხედვები შეცვალოს.

გასულ თვეში რუსეთის უკრაინაში შეჭრამ რუბლის კოლაფსი, გლობალური მიწოდების ჯაჭვებისა და საქონლის ფასების ქაოსი გამოიწვია. რუსეთის ბაზარი მასობრივად დატოვეს უცხოურმა კომპანიებმა. 

რუსეთის ეკონომიკაზე მყისიერი დარტყმის შემდეგაც კი, ე.წ. "ტვინების გადინებით" (განათლებული, საშუალო კლასის რუსების ქვეყნიდან წასვლა) ქვეყნის ეკონომიკა წლების განმავლობაში დაზარალდება. ამასთან, IIF-ის თანახმად, აშშ-დან და ევროკავშირის საექსპორტო კონტროლი ტექნოლოგიებზე, მათ შორის მიკროელექტრონიკაზე, წლების განმავლობაში შეაფერხებს რუსეთში ტექნოლოგიურ განვითარებას.

ამავდროულად, „თვითსანქცირება“ უცხოური კომპანიების მხრიდან, რომლებსაც აღარ სურთ რუსეთში ბიზნეს საქმიანობის გაგრძელება, ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორების შესუსტებას გამოიწვევს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია