LIVE

ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-თან სასამართლო დავა მოიგო - FT

24 მარ 202213:07
3 წუთის საკითხავი
clock clock 3200
ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-თან სასამართლო დავა მოიგო - FT

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-თან ხანგრძლივი სასამართლო დავა მოიგო. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი საკითხში გარკვეულ პირებზე დაყრდნობით წერს

ბერმუდის სასამართლო გადაწყვეტილებას ოფიციალურად, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გამოაქვეყნებს. 

Credit Suisse-ის გუშინდელი განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილების თანახმად, შვეიცარიულ ბანკს შესაძლოა, ივანიშვილისთვის მინიმუმ $500 მილიონის გადახდა დაევალოს.  

"Credit Suisse-მა ადრე აიღო რეზერვები ამ საკითხთან დაკავშირებით და აპირებს განახორციელოს ყველა არსებული სამართლებრივი ქმედება",- ნათქვამია ბანკის განცხადებაში. 

ივანიშვილმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე. ბერმუდის სასამართლომ მედიის მიერ კომენტარის თხოვნა უპასუხოდ დატოვა. 

იანვარში ბანკმა განაცხადა, რომ 2021 წლის მეოთხე კვარტალში აიღო $469 მილიონიანი უზრუნველყოფა, რათა სასამართლო პროცესები დაფაროს, მაგრამ დასძინა, რომ ეს ძირითადად დაკავშირებულია მის საინვესტიციო საბანკო ბიზნესთან. 

„განვიხილავთ, საჭირო იქნება თუ არა დამატებითი რეზერვები, როგორც ჩვენი პირველი კვარტლის შედეგების ნაწილი, რომელიც გამოქვეყნდება 2022 წლის 27 აპრილს“,- დასძინა მან ოთხშაბათს. ბანკმა დამატებითი კომენტარისგან თავი შეიკავა. 

ივანიშვილის დავა Credit Suisse-თან 2011 წელს დაიწყო, როდესაც ის ჯგუფის კერძო ბანკინგის კლიენტი იყო.

ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთია ბანკის ყოფილი თანამშრომლის, პატრიკ ლესკოდრონის მინიმუმ ხუთი მდიდარი დაზარალებულიდან, რომლებმაც 2015 წელს თაღლითობის გამჟღავნებამდე ჯამში ასობით მილიონი დაკარგეს.