Credit Suisse Group-ის წინააღმდეგ ქართველი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის 5-კვირიანი სასამართლო პროცესი სრულდება. ამ დროის განმავლობაში Credit Suisse Life-ს ადვოკატები ცდილობდნენ ივანიშვილის ბრალდების საპირისპიროდ დაემტკიცებინათ, რომ მათი ყოფილი თანამშრომლის დანაშაულზე ორგანიზაციას პასუხისმგებლობა არ ეკისრება.
ბერმუდის სასამართლოს მთავარი მოსამართლე ნარინდა ჰარგუნი ამ საკითხზე CS Life-ის ადვოკატს, სტივენ მოვერლი სმიტს დაუპირისპირდა.
"თუ ის თაღლითობდა" და მოქმედებდა CS Life-ის ყოველგვარი ინსტრუქციის გარეშე, არღვევს ხელშეკრულებას, რომელიც მზღვეველმა ამ კლიენტებთან დადო, "არ ფიქრობთ, რომ CS Life-ს აქვს გარკვეული პასუხისმგებლობა?" - ჰკითხა ჰარგუნმა ადვოკატს.
Credit Suisse Life-ს ყოფილი თანამშრომელი, ლესკოდრონი შვეიცარიის სასამართლომ თაღლითობაში 2018 წელს დაადანაშაულა. ბანკი ყოველთვის ამბობდა, რომ ის მალავდა თაღლითურ საქმიანობას. ივანიშვილი კი ამტკიცებს, რომ ყოფილი თანამშრომლის თაღლითობაზე პასუხისმგებლობა კომპანიას ეკისრება. ბერმუდის სასამართლო პროცესი არის პირველი მნიშვნელოვანი ტესტი იქნება თუ არა კომპანიის არგუმენტი საკმარისი, რომ ის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდეს.
CS Life-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დანიელ სელიამ სასამართლო განხილვის დასაწყისში თქვა, რომ განყოფილებამ მთელი თავისი რისკის მონიტორინგი ციურიხში მდებარე მშობელ კომპანიას გადააბარა. მიმდინარე კვირაში თავის დასკვნით სიტყვაში ივანიშვილის ადვოკატმა, ჯო სმუჰამ გააკრიტიკა ეს არგუმენტი. ადვოკატის თქმით, ეს ფუნდამენტური შესაბამისობის ხარვეზი იყო.
სმუჰამ წაიკითხა ნაწყვეტი 2010 წლის წერილიდან, რომელიც შვეიცარიის საბანკო მარეგულირებელმა Finma-მ ბანკებსა და მზღვეველებს გაუგზავნა. მასში ნათქვამია, რომ სადაზღვევო პროდუქტები, როგორიცაა ივანიშვილის CS Life პოლისი, „ძნელად განსხვავდება“ აქტივების მართვის ტრადიციული მანქანისგან ფულის გათეთრების რისკის კუთხით და შესაბამისი მოთხოვნები უნდა იყოს გამოყენებული.
სმუჰას თქმით, მზღვეველ კომპანიას არ შეუძლია უბრალოდ თქვას, რომ შემოწმებაზე პასუხისმგებელი ბანკია.
სმუჰამ გაიხსენა, რომ რისკის მენეჯმენტის მიმართულების ერთ-ერთი აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევდა, რომ ლესკოდრონი უფრო მკაცრად უნდა დასჯილიყო, როდესაც 2012 წელს გაირკვა, რომ მან არასანქცირებული ვაჭრობა განახორციელა, მაგრამ "სამსახურის დაკარგვის შიშით" ამის შესახებ ღიად არ ისაუბრა.
საბოლოოდ, სმუჰა აცხადებს, რომ ლესკოდრონის საქმის გამოძიებაში ბანკის თანამშრომლები საკმარისად შორს არ წავიდნენ. ბანკმა „თვალი დახუჭა ყველა გამაფრთხილებელ ნიშანზე, რადგან პირდაპირ გადაწყდა, რომ უფრო მნიშვნელოვანი იყო გაგრძელებულიყო იმ შემოსავლების მიღება, რასაც ის გამოიმუშავებდა“, - თქვა მან.
CS Life-ს ადვოკატმა, მოვერლი სმიტმა აღიარა, რომ PricewaterhouseCoopers-ისა და Finma-ს ანგარიშები მართლაც უარყოფითი იყო, მაგრამ თქვა, რომ ისინი არ ამტკიცებდნენ მისი კოლეგების უკანონო ქმედებას.
ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთია ბანკის ყოფილი თანამშრომლის, პატრიკ ლესკოდრონის მინიმუმ ხუთი მდიდარი დაზარალებულიდან, რომლებმაც 2015 წელს თაღლითობის გამჟღავნებამდე ჯამში ასობით მილიონი დაკარგეს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: უგო მილერი