LIVE

პუტინი ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს კიდევ ერთ ვადას სთავაზობს

18 მარ 202214:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 1538
პუტინი ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს კიდევ ერთ ვადას სთავაზობს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ელვირა ნაბიულინას ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის პოსტზე კიდევ ერთი ვადა შესთავაზა. ნაბიულინა ბანკს 2013 წლიდან ხელმძღვანელობს. 

რუსეთის ლიდერმა გადაწყვეტილება იქამდე მიიღო, ვიდრე მარეგულირებელი საპროცენტო განაკვეთის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

2022 წლის თებერვლის ბოლოდან, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ცენტრალური ბანკი დასავლეთის სანქციების სამიზნე გახდა. დაიბლოკა $643 მილიარდის ოდენობის სავალუტო რეზერვების დაახლოებით ორი მესამედი. 

ომის დაწყებასთან ერთად უკრაინულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ნაბიულინამ გადადგომის სურვილი გამოთქვა, თუმცა ვლადიმერ პუტინმა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგან რუსეთის ფინანსურ სისტემას ჩამოშლის საფრთხე ემუქრება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია