LIVE

"ვირთხები უკვე გაიქცნენ ": რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს გადადგომა სურდა - UNIAN

10 მარ 202212:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1288
"ვირთხები უკვე გაიქცნენ ": რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს გადადგომა სურდა - UNIAN

რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, ელვირა ნაბიულინა, სავარაუდოდ, თანამდებობიდან გადადგა

ინფორმაცია Obozrevatel-ს რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში ორმა დამოუკიდებელმა წყარომაც დაუდასტურა. თუმცა, როგორც Unian-ი წერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უარი თქვა მის გათავისუფლებაზე, რადგან რუსეთის ფინანსურ სისტემას ჩამოშლის საფრთხე ემუქრება. 

"რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ არსებული სიტუაციისთვის მოუმზადებლობის გამო თანამდებობა დატოვა. ვირთხები უკვე გაიქცნენ რუსული ხომალდიდან. გადადგომა არ დაკმაყოფილდა. პუტინი ყველა თავის მხეცს ფსკერზე გაიყვანს",- ამბობს უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ოლექსი გონჩარუკი.

Obozrevatel-ის წყაროების თანახმად, ნაბიულინამ გადადგომის სურვილი პირადად რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხეილ მიშუსტინთან საუბრისას გამოთქვა.

მედია წერს, რომ ყველაფერი უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის ფედერაციაში შექმნილ ეკონომიკური კრიზისს უკავშირდება. 

პარალელურად რუსულ მედიაში ვრცელდება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადება. მისი თქმით, კრემლმა ნაბიულინას შესაძლო გადადგომის შესახებ არაფერი იცის. 

ამასთან, პესკოვს ჰკითხეს, როგორ აფასებს პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მარეგულირებლის მუშაობას არსებულ ვითარებაში. მისი თქმით, სახელმწიფოს მეთაურმა რუსეთის ბანკის საქმიანობა "არაერთხელ შეაფასა". 

წარსულში პესკოვმა აღნიშნა, რომ პუტინმა არაერთხელ შეაქო ცენტრალური ბანკისა და მისი თავმჯდომარის, ელვირა ნაბიულინას მუშაობა.

2022 წლის თებერვლის ბოლოდან, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მარეგულირებელი დასავლეთის სანქციების სამიზნე გახდა. მათ შორის დაიბლოკა საზღვარგარეთ არსებული რეზერვები.