LIVE

3 დღეში იუსტიციის სახლს ბიზნესის რეგისტრაციისთვის 201-მა რუსმა მიმართა - ifact

04 მარ 202220:06
3 წუთის საკითხავი
clock clock 1948
3 დღეში იუსტიციის სახლს ბიზნესის რეგისტრაციისთვის 201-მა რუსმა მიმართა - ifact

რუსეთის მოქალაქეები სანქცირებული ქვეყნიდან გარბიან და Როგორც ჩანს, საქართველო მათთვის მიმზიდველი მიმართულებაა.

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი” წერს, რომ 1-4 მარტს საქართველოში ბიზნესსაქმიანობის დაწყება სულ 201-მა რუსმა მოისურვა.

კერძოდ:

  • 1 მარტს იუსტიციის სახლს რეგისტრაციისთვის 43-მა პირმა მიმართა;
  • 2 მარტს 58-მა;
  • 3 მარტს მოთხოვნა არ ყოფილა;
  • 4 მარტს 17:30-მდე კი ბიზნესრეესტრში განაცხადი 100-მა რუსმა შეიტანა.

უმრავლესობას, 184 პირს სურს ინდ. მეწარმედ რეგისტრაცია, 16-ს კომპანიის, ერთს კი ააიპ-ის. 

"აი, ფაქტის" ინფორმაციით, რუსებს იურიდიულ პროცედურებში ხშირად ქართველებიც ეხმარებიან. ზოგი კი უძრავი ქონების გამოყენების უფლებასაც აძლევს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოში 7 000-ზე მეტი რუსული კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა სრული ან გარკვეული წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციის კომპანიები ან/და მოქალაქეები არიან.