LIVE

Gazprom -50%, Rosneft - 46% - ლონდონის ბირჟაზე რუსული კომპანიების აქციები უფასურდება

28 თებ 202214:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 756
Gazprom -50%, Rosneft - 46% - ლონდონის ბირჟაზე რუსული კომპანიების აქციები უფასურდება

ლონდონის საფონდო ბირჟაზე რუსული კომპანიების აქციების კოლაფსმა 50% შეადგინა. 

წამყვანი კომპანიების აქციების ფასის კლება შემდეგია:

  • Novatek -54%;
  • Rosneft -45,5%;
  • X5 Group -36,3%;
  • Surgutneftegaz -19%;
  • Evraz -18%;
  • Polyus -17%.

რუსეთის სახელმწიფო ბანკის, Sberbank-ის აქციების ფასი 75%-ით დაეცა და $1-ის ფარგლებში ივაჭრება, რაც აქამდე ყველაზე დაბალი დონეა. მნიშვნელოვნადაა შემცირებული რუსეთის ენერგეტიკული გიგანტის Gazprom-ის აქციების ფასიც, კლება 50%-ზე მეტია და კომპანიის 1 აქცია ლონდონის ბირჟაზე 2.65 დოლარად ივაჭრება.

რუსული კომპანიების ფასიანი ქაღალდების გაუფასურება რუსეთის სახელმწიფო და კერძო ბანკებისთვის დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა განაპირობა.

მკვეთრად გაუფასურდა რუსული რუბლი. რუბლი დოლართან დაახლოებით 30%-ით გაუფასურდა.

შეგახსნებთ, აშშ და ევროკავშირი ზოგიერთი რუსული ბანკის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვასა და ცენტრალური ბანკის რეზერვების გაყინვაზე შეთანხმდნენ. ამასთან, ევროპის უმეტესმა ნაწილმა რუსული გადამზიდებისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა, რამაც შესაძლოა ქვეყანაში ფულის ფიზიკურად ტრანსპორტირება გაართულოს.