LIVE

რუბლი დოლართან დაახლოებით 30%-ით გაუფასურდა - რუსული აქტივების ლიკვიდურობა ქრება

28 თებ 202210:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 1304
რუბლი დოლართან დაახლოებით 30%-ით გაუფასურდა - რუსული აქტივების ლიკვიდურობა ქრება

რუბლზე სპრედები, ანუ ყიდვის და გაყიდვის ფასს შორის სხვაობა რვაჯერ გაიზარდა. ვალუტა დოლართან მიმართებით დაახლოებით 30%-ით დაეცა, რაც რუსეთსა და მის ცენტრალურ ბანკზე დაწესებული სანქციების გარშემო შფოთს აძლიერებს.

ამ დროისთვის bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 დოლარის ღირებულება 105 რუბლს აჭარბებს.

მოსკოვის ბირჟის განცხადებით, ვალუტით ვაჭრობა ჩვეულებრივზე 3 საათით გვიან, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა საბოლოოდ დღეს მოსკოვის საფონდო ბირჟა არ გაიხსნა. ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, რომ ბირჟის გახსნის დრო ხვალ დაანონსდება. 

რუსული აქტივების ღირებულება ქვეყნის უკრაინაში შეჭრის კვალდაკვალ ეცემა. რუბლის ვარდნამ თებერვალში ის განვითარებადი ბაზრების ყველაზე უარეს ვალუტად აქცია. სავალუტო ბაზრების მოვაჭრეები სიდნეიდან ჰონგ-კონგამდე რუბლში ვაჭრობას აჩერებენ, რაც ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკისთვის დაწესებულ უმკაცრეს სანქციებს უკავშირდება.

CME რუბლის ფიუჩერსები გახსნის შემდეგ 30%-ზე მეტით დაეცა.

მეთიუ სიმპსონის, City Index-ის ბაზრის უფროსი ანალიტიკოსის თქმით, რუბლი ახლა თავისუფალ ვარდნაშია, რადგან სანქციები და შეზღუდვები რუსეთის ცენტრალურ ბანკზე ძალაში შედის.

"CME ფიუჩერსი 30%-ზე მეტით დაეცა გახსნის შემდეგ, რაც არ არის ის, რისი მოსმენაც რუსებს სურთ, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ნაღდი ფულის გაცემის პუნქტებში რიგებში დგანან",- ამბობს სიმპსონი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რუთ კარსონი