
რუსული სახელმწიფო გიგანტის, "სბერბანკის" აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე დაახლოებით 1 დოლარად ივაჭრება.
პარასკევს ვაჭრობის დახურვისას "სბერბანკის" 1 აქციის ფასი $4.06 იყო, ამ დროისთვის კი $1-თან ახლოს ივაჭრება. ვარდნა დაახლოებით 75%-ია.
აღსანიშნავია, რომ "სბერბანკი“ სანქცირებულ რუსულ საფინანსო ინსტიტუტებს შორისაა. კერძოდ, სანქციები უზღუდავს „სბერბანკს“ დოლარში გაკეთებულ ტრანზაქციებზე წვდომას.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხო სანქციების ფონზე, ლონდონის საფონდო ბირჟაზე რუსული კომპანიების აქციების კოლაფსმა 50% შეადგინა.