რუსეთის ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 10.5 პროცენტული პუნქტით 20%-მდე გაზარდა. ბანკმა ასევე შემოიღო სავალდებულო მყარი ვალუტით გაყიდვები ექსპორტიორებისთვის და ბროკერებს უცხოელების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა აუკრძალა. რუსეთის ბანკი ცდილობს დაიცვას ერის აქტივები დასავლეთის სანქციებისგან, რომელიც მარეგულირებელზე სანქციებსაც მოიცავს.
ცენტრალური ბანკის განცხადებით, რომელიც რუბლით ვაჭრობის დაწყებამდე გაკეთდა, ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 9.5%-დან 20%-მდე გაიზრდება. დღეს უფრო ადრე მარეგულირებელმა მოსკოვის ბირჟის გაყიდვების დროებით შეჩერება გამოაცხადა.
ბანკმა არ დააკონკრეტა რომელ ფასიან ქაღალდებზე ვრცელდება აკრძალვა. ცენტრალური ბანკის მმართველი, ელვირა ნაბიულინა განცხადებას 16:00 საათზე მოსკოვში გააკეთებს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნეტი იდაიუ ისმაილ