LIVE

უკრაინაზე რუსეთის იერიშის ფონზე საფონდო ბირჟები იძირება

24 თებ 202210:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 1818

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უკრაინაზე სამხედრო თავდასხმის ბრძანების შემდეგ გლობალურ ბაზრებზე არეულობაა.

S&P 500-ისა და Nasdaq 100-ის კონტრაქტები 2%-ზე მეტით შემცირდა. განვითარება მიუთითებს, რომ ტექნოლოგიური ინდექსები შესაძლოა შემცირების ტენდენციაზე გადავიდეს.

ევროპული ფიუჩერსები 4%-ით შემცირდა. აზია-წყნარი ოკეანის კაპიტალის მაჩვენებელი ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა 2020 წლის შემდეგ. მოსკოვის საფონდო ბირჟამ ყველა ბაზარზე ვაჭრობა შეაჩერა.

ამასთან, ნედლი ნავთობის ფასი გაიზარდა და 2014 წლის შემდეგ ბარელზე $100 დოლარს პირველად გადააჭარბა. ოქროს ფასი 2021 წლის დასაწყისის შემდეგ მაქსიმუმამდე გაიზარდა.

უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების პარალელურად გამყარდა დოლარი და იენი, ხოლო ევრო და საქონელთან დაკავშირებული ვალუტები გაუფასურდა. რუბლი დოლართან მიმართებით რეკორდულად გაუფასურდა და 2016 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. სროლების და აფეთქებების ხმა ისმის რამდენიმე ქალაქში. მიმდინარეობს შეტევა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის, ყირიმისა და ბელარუსის ტერიტორიიდან.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სუნილ ჯაგტიანი