LIVE

ნავთობის ფასი $100-ს აჭარბებს

24 თებ 202209:13
3 წუთის საკითხავი
clock clock 522
ნავთობის ფასი $100-ს აჭარბებს

რუსეთის პრეზიდენტის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში "სამხედრო ოპერაციის" გამოცხადების შესახებ, გასული 7 წელზე განმავლობაში პირველად ნავთობის ფასმა $100 გადააჭარბა.

ფასის ზრდა ენერგორესურსების კრიტიკული ექსპორტის შეფერხების შიშს უკავშირდება. ლონდონში ფიუჩერსები 5,4%-მდე გაიზარდა.

რუსეთი გლობალურად მომხმარებლებისთვის ენერგიის მთავარი მიმწოდებელია. ევროპის ნავთობის მიწოდების დაახლოებით მეოთხედი და გაზის მესამედი მის რესურსებზე მოდის.

სიტუაციის ესკალაციამ შეაშფოთა ბაზარი, რომელიც მიწოდების შეფერხების გამო, ისედაც სტრესის ქვეშ იყო.

"ესკალაციამ ფასები ბარელზე $100-მდე აწია. ნავთობის ბაზარი ახლა ელოდება როგორ უპასუხებენ რუსეთის უახლეს ქმედებებს დასავლური ქვეყნები“,- თქვა ING Groep-ის სასაქონლო სტრატეგიის ხელმძღვანელმა, უორენ პატერსონმა. 

JPMorgan Chase-ის პროგნოზით, ნავთობის ფასი, სავარაუდოდ, საშუალოდ $110 დოლარი იქნება მეორე კვარტალში, რადგან უკრაინის გამო დაძაბულობა ესკალაციას განაგრძობს. 

ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს ნავთობის გადაუდებელი მიწოდებას მოკავშირეებთან კოორდინაციით, რათა თავიდან აიცილონ რუსეთის ქმედებებით გამოწვეული ფასების ზრდა. 

ნავთობისა და გაზის გარდა, რუსეთი ალუმინის და ხორბლის მთავარი მწარმოებელიცაა, რომელსაც ასევე აწარმოება უკრაინა. მრავალ საქონელზე ფასის ზრდა ხელს უწყობს ათწლეულების განმავლობაში უმაღლეს დონეზე ინფლაციის დაჩქარებას, რაც საფრთხეს უქმნის საყოფაცხოვრებო კრიზისს და ცენტრალურ ბანკებს აიძულებს იფიქრონ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაზე. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: გრანტ სმიტი