LIVE

რუსული რუბლი რეკორდულად გაუფასურდა

24 თებ 202210:44
3 წუთის საკითხავი
clock clock 1320
რუსული რუბლი რეკორდულად გაუფასურდა

რუბლი დოლართან მიმართებით რეკორდულად გაუფასურდა და 2016 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რაც უკრაინაში ომის დაწყებისა და აშშ-ის მიერ სანქციების დაანონსების შემდეგ ადგილობრივი ვაჭრობის შეჩერებას უკავშირდება.  

მოსკოვის საფონდო ბირჟის მიერ ყველა ბაზარზე ტრანზაქციების შეჩერების შემდეგ, ბანკთაშორის ვაჭრობაში 1 დოლარის ღირებულება 90 რუბლს მიუახლოვდა.

ქვეყნის უმსხვილესი კომპანიების, მათ შორის Sberbank-ის, Gazprom-ისა და Lukoil-ის აქციების ფასი ადრეულ სესიაზე 10%-ზე მეტით შემცირდა.

რუსეთის საორიენტაციო MOEX ინდექსმა ოქტომბრის შემდეგ ფასის დაახლოებით მესამედი დაკარგა. როგორც რუბლის, ასევე უკრაინული გრივნას შედეგები წელს მსოფლიოში ყველაზე ცუდია.

უკრაინაზე განხორციელებულმა სამხედრო თავდასხმამ გლობალურ ბაზრები დააზიანა. განვითარებადი ბაზრების აქციები 2020 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნეტი აიდაიუ ისმაილი