LIVE

FDA კოვიდის სამკურნალო ორი წამლის გამოყენებას აჩერებს - Bloomberg

26 იან 202210:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 960
FDA კოვიდის სამკურნალო ორი წამლის გამოყენებას აჩერებს - Bloomberg
Michael Nagle/Bloomberg

"სურსათისა და წამლების ადმინისტრაცია (FDA) მზად არის შეაჩეროს Covid-19-ის სამკურნალო ორი წამლის გამოყენება. ამის შესახებ Bloomberg-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. 

რესპონდენტი გამოცემას უდასტურებს, რომ სიახლე გარდაუვალია. FDA საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. წამლების გამოყენების აკრძალვის შესახებ ინფორმაცია პირველად Washington Post-მა გაავრცელა.

მიიჩნევა, რომ Eli Lilly & Co და Regeneron Pharmaceuticals-ის მედიკამენტები ომიკრონით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ ეფექტური არ არის. სანაცვლოდ, მაღალ ეფექტურობას აჩვენებს GlaxoSmithKline-სა და Biotechnology-ს მონოკლონური ანტისხეულების წამალი "სოტროვიმაბი".

"სოტროვიმაბმა" კვლევებში 79%-ით შეამცირა ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკი მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტებში, ჯერ დიდი ბრიტანეთის, ხოლო შემდეგ აშშ-ის მარეგულირებელმა დაამტკიცა

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოშ ვინგროვი და ჯონათან ლევინი