LIVE

Baby Doge-ის ფასი 2022 წელს 99%-ით გაიზარდა

11 იან 202216:01
3 წუთის საკითხავი
clock clock 989
Baby Doge-ის ფასი 2022 წელს 99%-ით გაიზარდა
Bloomberg

ძაღლის სახეობის თემატიკაზე შექმნილი კიდევ ერთი კრიპტოვალუტის ზრდა გვაჩვენებს, რომ "მიმკოინების" ბუმი დასასრულს ჯერაც არ უახლოვდება.

2022 წლის დასაწყისი მძიმე იყო არაერთი "მიმკოინისთვის", რომელთა დიდი ნაწილი აშშ დოლარის უმცირეს ერთეულში იყიდება. CoinMarketCap.com-ის მიხედვით, Dogecoin-ის, Shiba Inu-ს and Floki-ის ფასები მიმდინარე წელს 9%-დან 32%-მდე დიაპაზონით შემცირდა. თუმცა, ერთმა "მიმკოინმა", რომელიც Baby Doge-ის სახელითაა ცნობილი, ტენდენცია დაარღვია და 2022 წელს 99%-იანი ზრდა დააფიქსირა.

მიზეზები, რა თქმა უნდა, განპირობებულია სპეკულაციებით, ისევე, როგორც აქამდე უკვე ნანახი კრიპტო ბუმების დროს. Baby Doge-ის შემთხვევაში მისი ენთუზიასტები სოციალურ მედიაში, მათ შორის Twitter-ზე ცდილობენ მონეტის გარშემო აჟიოტაჟის შექმნას. მათი ბოლოდროინდელი ძალისხმევა Binance-ისთვის, მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტო ბირჟისთვის მოწოდებას მოიცავდა, რომ მონეტა პლატფორმაზე სავაჭროდ დაშვებულიყო.

2021 წელს მნიშვნელოვანი ზრდის შემდეგ, მიმკოინები და მსხვილი ციფრული ვალუტები, როგორიცაა ბიტკოინი და ეთერიუმი, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკან იხევენ. მიზეზები განსხვავებულია - დაწყებული ომიკრონის ვარიანტის გავრცელებიდან, დამთავრებული მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით, რაც მაღალრისკიანი აქტივების პოპულარობას ამცირებს. ბიტკოინის ფასი მიმდინარე კვირას $40,000-მდე ჩამოვიდა და იმ შედეგისკენ მიიწევს, რასაც წლის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დასაწყისი შეგვიძლია ვუწოდოთ. 

Baby Doge-ი ერთ-ერთია იმ მრავალი მონეტიდან, რომელიც ბიტკოინის 2013 წლის პაროდიის, Dogecoin-ის შთაგონებით შეიქმნა. ვალუტა იმ დროისთვის კრიპტოვალუტების სპეკულაციურ ასპექტზე ხუმრობა იყო და არა ინვესტიციის ინსტრუმენტი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ელის კანტორი