LIVE

ბიტკოინის ფასი $40,766-მდე შემცირდა

10 იან 202218:53
3 წუთის საკითხავი
clock clock 2824
ბიტკოინის ფასი $40,766-მდე შემცირდა
Bloomberg

ბიტკოინის ფასი მეექვსე დღეა მცირდება. შემცირების სერია უმსხვილეს კრიპტოვალუტას ყველაზე ცუდი წლის დასაწყისისკენ მიუძღვება, რაც ციფრულ მონეტას გამოშვების ადრეული პერიოდიდან დაუფიქსირებია.

ორიგინალური კრიპტოვალუტის ფასი ნიუ-იორკის ვაჭრობაში 3.7%-ით დაეცა და $40,766 შეადგინა. წელს ბიტკოინმა ღირებულების 12% უკვე დაკარგა. ეს ყველაზე დიდი შემცირებაა წლის დასაწყისში, რაც ციფრულ ვალუტას 2012 წლიდან დაუფიქსირებია. შემცირდა მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის, ეთერიუმის ფასიც. Bloomberg Galaxy Crypto Index-ი მეოთხე დღეა ასევე შემცირებას განიცდის.

„კრიპტოვალუტებზე, სავარაუდოდ, ზეწოლა გაგრძელდება, რადგან ფედერალური რეზერვი ლიკვიდურობის ინექციებს ამცირებს. ბიტკოინმა შესაძლოა, 2022 წელი $20,000-ზე დაბლა დაასრულოს“, - განაცხადა ჯეი ჰეტფილდმა, Infrastructure Capital Advisors-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

Bloomberg Intelligence-ის მაიკ მაკგლონის მიხედვით, $40,000 ბიტკოინის ფასისთვის მნიშვნელოვანი ნიშნულია. მისი თქმით, კრიპტოვალუტები კარგი ბარომეტრია რისკის შემცველი აქტივების მიმართ მადის შემცირების გასაზომად. მაკგლონის პროგნოზის მიხედვით, უმსხვილესი ციფრული ვალუტა საბოლოოდ ზრდის ტენდენციაზე დაბრუნებას მოახერხებს, რადგან მსოფლიო სულ უფრო ციფრული ხდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ემილი გრაფეო