LIVE

ბიტკოინის ფასი სატესტო $40,000-იან დონეს უახლოვდება

09 იან 202212:32
3 წუთის საკითხავი
clock clock 961
ბიტკოინის ფასი სატესტო $40,000-იან დონეს უახლოვდება
Bloomberg

ბიტკოინის ფასმა შაბათ-კვირას ვარდნის სერია განაგრძო. საბაზრო ღირებულებით უმსხვილესი კრიპტოვალუტა გასული სექტემბრის ბოლოდან პირველად მიუახლოვდა $40,000-ს. კრიპტოვალუტის ბოლოდროინდელი დანაკარგი მისი სამი თვის წინანდელი პიკის 42%-ს შეადგენს. შემცირდა მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის, ეთერიუმის ფასიც.

Bloomberg Intelligence-ის მაიკ მაკგლონის თქმით, $40,000 ციფრული მონეტისთვის ტექნიკური მხარდაჭერის მნიშვნელოვანი დონეა. კრიპტოვალუტები რისკის მადის მიმდინარე შემცირებისთვის კარგი ბარომეტრია. თუმცა, მაკგლონი პროგნოზირებს, რომ მსოფლიოს უფრო მეტად გაციფრულებასთან ერთად, ბიტკოინი საბოლოოდ აღმასავლას დაიწყებს.

Covid-19-ის პანდემია მეინსტრიმში ციფრული მონეტის უფრო მეტად შეღწევას მნიშვნელოვნად დაეხმარა. ფინანსური ინსტიტუტები და საცალო ინვესტორები კრიპტო ბაზარზე და მის დამხმარე პროექტებში ჩაერთნენ. თუმცა, ახლა, როცა ფედერალური რეზერვი უფრო აგრესიული გახდა, რისკის შემცველი აქტივები, როგორიცაა აქციები და ციფრული აქტივები, დაზარალდნენ.

Bloomberg Galaxy Crypto Index-ი, რომელიც უმსხვილეს კრიპტოვალუტებს აკონტროლებს, წლის დასაწყისიდან პარასკევის ჩათვლით 10%-ით შემცირდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ვილდანა ჰაჯრიკი