LIVE

ძველ ევროპულ ვალუტებში მილიარდობით ნაღდი ფული ინახება

30 დეკ 202112:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1330
ძველ ევროპულ ვალუტებში მილიარდობით ნაღდი ფული ინახება

ორი ათწლეულის შემდეგ, რაც ევრო პირველად მოიჭრა, ევროზონის წევრი ქვეყნების ძველ ეროვნულ ვალუტებში კვლავ მილიარდობით ნაღდი ფული ინახება.

Bloomberg-ის თანახმად, თანხის ოდენობა, რომლის გამოსყიდვა ჯერ კიდევ შესაძლებელია, კონტინენტის ცენტრალურ ბანკებში დაახლოებით 8,5 მილიარდი ევროს ეკვივალენტია.

ცნობილია, რომ ამ თანხების უმეტესობა გერმანიაშია, სადაც ნაღდი ფული კვლავ პოპულარულია. Bundesbank-მა განაცხადა, რომ გერმანული მარკების გაცვლას შეუზღუდავი ვადით გააგრძელებს.

თუმცა, სხვა ქვეყნები ასეთი მომთმენები არ არიან. საფრანგეთმა, ესპანეთმა და იტალიამ ძველი ფულის გაცვლა უკვე შეწყვიტეს. პორტუგალიამ ჯერჯერობით ესკუდოს მონეტების კონვერტაცია შეწყვიტა, ხოლო თებერვალში ქაღალდის ფულის გაცვლასაც დაასრულებს.

ევრო პირველად 2002 წლის იანვარში შემოვიდა. თავიდან ის 12 წევრ ქვეყანაში გამოიყენებოდა, კვიპროსმა, ესტონეთმა და სხვებმა კი რამდენიმე წლის შემდეგ მიიღეს.

ევროპის ცენტრალური ბანკი ახლა ახალი ბანკნოტების შექმნის გეგმაზე მუშაობს. განახლებული ბანკნოტები 2024 წელს გამოვა, ამავე დეკადაში ბანკმა შესაძლოა, ციფრული ევროც გამოუშვას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კეროლინ ლუკი