LIVE

Evergrande-მა დეფოლტი გამოაცხადა

09 დეკ 202116:19
3 წუთის საკითხავი
clock clock 1492
Evergrande-მა დეფოლტი გამოაცხადა

ჩინური უძრავი ქონების დეველოპერმა China Evergrande Group-მა ვალდებულებებთან მიმართებაში დეფოლტი გამოაცხადა, რაც მრავალთვიან ფინანსურ დრამაში უახლესი ეტაპია. დეველოპერს ჩინური ბაზრისთვის ერთ-ერთი უმსხვილესი დავალიანების რესტრუქტურიზაციისკენ გზა გაეხსნა.

კომპანიის ვალდებულებები $300 მილიარდია. მას 171 ადგილობრივი ბანკის და 121 საფინანსო ფირმის ვალი აქვს.

კომპანიამ ვალდებულებების მომსახურება ვერ შეძლო, რის გამოც სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა რეიტინგი გაუუარესა და დეფოლტის რეიტინგი მიანიჭა. საშეღავათო პერიოდის ამოწურვის შემდეგ, კვირის დასაწყისში საკრედიტო შემფასებელმა თქვა, რომ დეველოპერმა გადახდაზე დადასტურების მოთხოვნას არ უპასუხა და სავარაუდოა, რომ ეს გადახდა არც განხორციელებულა. რეიტინგის შემცირებამ შეიძლება Evergrande-ის $19,2 მილიარდის ოდენობის ვალის დეფოლტები გამოიწვიოს.

მოვლენების ამგვარი განვითარება გამოწვევაა ჩინეთის მთავრობისთვის, რათა თავიდან აიცილოს კრიზისი ქონების სექტორში და შემთხვევას გადაცემის ეფექტი არ ჰქონდეს.

Evergrande-ის პრობლემები რამდენიმე მიზეზით აიხსნება. პირველ რიგში, მისგან ბევრმა ადამიანმა შეისყიდა ქონება ისე, რომ სამშენებლო სამუშაოები ჯერ არ იყო დაწყებული. ამ ადამიანებს გადახდილი აქვთ დეპოზიტები და თუ კომპანია გაკოტრდება, ისინი თანხებს დაკარგავენ. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რებეკა ჩუნგ უილკინსი