LIVE

კრემლი: NATO-ს მისიის შეჩერება კავშირების არარსებობას უსვამს ხაზს

19 ოქტ 202119:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 892
კრემლი: NATO-ს მისიის შეჩერება კავშირების არარსებობას უსვამს ხაზს
REUTERS/Yves Herman

კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება, შეაჩეროს დიპლომატიური მისია NATO-ში, ჯაშუშობაში ბრალდებული რვა რუსის გაძევების საპასუხოდ, არის იმის აღიარება, რომ მოსკოვს კავშირი არ აქვს ალიანსთან.

“ვითარება, რომელიც ფაქტობრივად არსებობდა, ახლა ოფიციალურ სახეს იძენს. არანაირი კავშირი არ ყოფილა რუსეთსა და NATO-ს შორის. ჩვენ ეს არ გვაწუხებს”,- განუცხადა კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს. 

რუსეთმა განაცხადა, რომ შეწყვეტს დიპლომატიურ მისიას NATO-ში, მოსკოვში ბლოკის სამხედრო მისიის პერსონალს 1 ნოემბრიდან აკრედიტაცია ჩამოერთმევა და დაიხურება ალიანსის საინფორმაციო ოფისი რუსეთის დედაქალაქში.