LIVE

NATO-მ რუსეთის მისიის 8 თანამშრომელი გააძევა

07 ოქტ 202113:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 902
NATO-მ რუსეთის მისიის 8 თანამშრომელი გააძევა
AP Photo/Francisco Seco, Pool, File

NATO-მ რუსეთის მისიის რვა წევრი გააძევა და ამტკიცებს, რომ ისინი ფარულად მუშაობდნენ სადაზვერვო ოფიცრებად.

“შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ გავაუქმეთ NATO-ში რუსეთის მისიის რვა წევრის აკრედიტაცია, რომლებიც რუსეთის დეკლარირებული ოფიცრები იყვნენ”,- თქვა ალიანსის წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვით.

NATO-მ 20-დან 10-მდე შეამცირა იმ პოზიციების რაოდენობა, რომლებისთვისაც რუსეთს შეუძლია ორგანიზაციაში ადამიანების აკრედიტება. გადაწყვეტილება ძალაში თვის ბოლოს შევა.

NATO-სა და რუსეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2014 წელს მოსკოვმა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა. მათ აქვთ უთანხმოება რუსეთის მიერ ბირთვული რაკეტების შემუშავების, NATO-ს საჰაერო სივრცეში საჰაერო შეჭრისა და მოკავშირეთა გემების გამანადგურებელ თვითმფრინავებთან დაკავშირებით.

ოფიციალური მოლაპარაკებები მათ შორის ბოლო წლებში შეზღუდულია.

“NATO-ს პოლიტიკა რუსეთის მიმართ რჩება თანმიმდევრული. ჩვენ გავაძლიერეთ თავშეკავება და თავდაცვა რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ, ამავე დროს ჩვენ ღია ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის. NATO-მ შესთავაზა საბჭოს კიდევ ერთი შეხვედრის ჩატარება 18 თვის წინ და ეს წინადადება ძალაშია. ბურთი რუსეთის მოედანზეა”,- განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

დიალოგის მთავარი პლატფორმის, NATO-რუსეთის საბჭოს მუშაობა შეჩერებულია.

ლეონიდ სლუცკიმ, რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, უარყო რუსი დიპლომატების წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები და განაცხადა, რომ ალიანსის ნაბიჯი კიდევ უფრო დაძაბავს ურთიერთობებს. სლუცკიმ ასევე განაცხადა, რომ მოსკოვს შეუძლია უპასუხოს ალიანსს “ასიმეტრიული” ზომებით, მაგრამ არ დააზუსტა, რა შეიძლება იყოს ეს.