LIVE

FDA-მ საზოგადოების ნაწილისთვის "ბუსტერ" დოზა დაამტკიცა

23 სექ 202111:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 1221
FDA-მ საზოგადოების ნაწილისთვის "ბუსტერ" დოზა დაამტკიცა
Bloomberg

აშშ-ის "საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ" (FDA) 65+ ასაკის და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მოქალაქეებისთვის  Pfizer/BioNTech-ის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზას საგანგებო გამოყენების ავტორიზაცია მიანიჭა. 

FDA-ს გადაწყვეტილება ემყარება საკონსულტაციო ჯგუფის მიერ გასულ კვირას საზოგადოების ნაწილისთვის ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის გამოყენების რეკომენდაციას

მეორე დოზის გაკეთებიდან მინიმუმ 6 თვის ინტერვალით "ბუსტერ" დოზა შეთავაზებული იქნება დაავადების მძიმე ფორმის განვითარების მიმართ ყველაზე დაუცველი 18+ პირებისთვის და 65+ ადამიანებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც დაინფიცირების მაღალი რისკი აქვთ. 

FDA კომისრის მოვალეობის შემსრულებლის, ჯანეტ ვუდკოკის თქმით, რომ მესამე დოზით აცრის საშუალება ექნებათ მასწავლებლებს, მომვლელებს, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულებს და სასურსათო მაღაზიების თანამშრომლებს. 

"გვჯერა, რომ მსოფლიოში ვაქცინებზე წვდომის გაზრდასთან ერთად, გამაძლიერებელი დოზები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ამ დაავადებისგან მომავალი საფრთხის შემსუბუქებაში. FDA-ს დღევანდელი გადაწყვეტილება არის  ჩვენ შორის ყველაზე დაუცველების Covid-19-ისგან დაცვისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი,” ამბობს Pfizer–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ.

დელტა შტამის გავრცელების გამო, "ბუსტერ" დოზის გამოყენება უკვე არაერთმა ქვეყანამ დაიწყო. სამედიცინო ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზა 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში კოვიდთან დაკავშირებული მძიმე ავადმყოფობის რისკს დრამატულად ამცირებს.

საქართველოში მე-3, ე.წ. "ბუსტერ" დოზის გამოყენება ჯერჯერობით დაშვებული არ არის. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რობერტ ლანგრეტი და ჯოშ ვინგროვი