
FDA-ს საკონსულტაციო ჯგუფი მხარს უჭერს Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის შეთავაზებას ხანდაზმული ამერიკელებისთვის და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის, თუმცა უარყოფს მოთხოვნას ფართო განაწილების შესახებ.
FDA-ს მრჩევლებმა ფართო პროგრამისთვის მხარდასაჭერად საჭირო მონაცემების ნაკლებობაზე გაამახვილეს ყურადღება და ფიქრობენ, რომ შეიძლება არსებობდეს რისკები, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის.
“ჩემთვის გაუგებარია, მონაცემები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, არის თუ არა შესაბამი ზოგადი მოსახლეობისთვის”, - განაცხადა მაიკლ კურილამ, ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერმა. ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოს წარმომადგენელმა, პოლ ოფიტმა კი განაცხადა, რომ სურს უფრო მეტი მონაცემი ახალგაზრდა მამაკაცებში გულის ანთების რისკის შესახებ.
კომისიამ ერთხმად დაუჭირა მხარი გამაძლიერებელი დოზის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციას - უფრო შეზღუდულ ავტორიზაციას, ვიდრე სრულ დამტკიცებას - 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის ან მათთვის, ვინც Covid -19-ის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება, მაგალითად, ჯანდაცვის მუშაკებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაცია სავალდებულო არ არის, ეს დარტყმაა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გეგმისთვის, მომდევნო კვირებში გამაძლიერებელი დოზა ამერიკის ყველაზე ზრდასრულ მოქალაქეს შესთავაზოს. ახლა საბოლოო გადაწყვეტილება FDA-მ უნდა მიიღოს. პიტერ მარქსმა, FDA-ს ვაქცინის პროგრამის ხელმძღვანელმა პანელისტებს განუცხადა, რომ სააგენტო საკუთარ გადაწყვეტილებას მიიღებს.
გადაწყვეტილებას გამოეხმაურა თეთრი სახლის ადმინისტრაცია და მას “მნიშვნელოვანი ნაბიჯი” უწოდა. “მზად ვართ გამაძლიერებელი დოზა შევთავაზოთ უფლებამოსილ ამერიკელებს, როგორც კი პროცესი მომდევნო კვირის ბოლოს დასრულდება”, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა, კევინ მუნოზმა.
Pfizer კი “იმუშავებს FDA-სთან კომიტეტის კითხვებზე პასუხის გასაცემად, რადგან ჩვენ კვლავაც გვწამს გამაძლიერებელი დოზის სარგებელის უფრო ფართო მოსახლეობისათვის”, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
FDA-ს შეუძლია Pfizer-ის შესახებ გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში მიიღოს. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების გარე საკონსულტაციო ჯგუფი ასევე გასცემს დეტალურ რეკომენდაციებს გამაძლიერებელი დოზის გამოყენების შესახებ.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: რობერტ ლენგრეტი და ფიონა რეზერფორდი