
საფონდო ბირჟებზე Evergrande-თან დაკავშირებული შფოთის შედეგად გამოწვეული გლობალური ვარდნის შემდეგ, მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა ჯამში $135 მილიარდი დაკარგა.
Bloomberg Billionaires Index-ის თანახმად, $7,2 მილიარდიანი დანაკარგით ლიდერობს Tesla-ს დირექტორი ილონ მასკი. მისი ქონება $198 მილიარდამდე შემცირდა. სიაში მეორე ჯეფ ბეზოსია, Amazon.com-ის დამფუძნებელმა $5.6 მილიარდი დაკარგა და მისი ქონება ამჟამად $194.2 მილიარდს შეადგენს.
Evergrande-ის, ჩინეთის ყველაზე დიდი ვალის მქონე დეველოპერის ფულადი კრიზისი და ქვეყანაში უძრავი ქონების ბაზარზე მარეგულირებელი ზეწოლა ფინანსურ სისტემაზე ინფექციურად გავრცელების შიშს იწვევს. ბაზრებმა ასევე უპასუხეს აშშ-ს ხაზინის მდივნის, ჯანეტ იელენის გაფრთხილებას ეკონომიკური კატასტროფის შესახებ.
Evergrande-ის დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ ჰუი კა იანმა ასევე განაგრძო მკვეთრი ვარდნა Bloomberg-ის რეიტინგში. კომპანიის აქციები ბოლო ათწლეულში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ახლა მისი ქონება $7,3 მილიარდს შეადგენს, 2017-ის $42 მილიარდიანი პიკიდან.
უმსხვილესი ქონების დეველოპერებმა ყველაზე მკვეთრი ზარალი განიცადეს ჰონგ-კონგის Hang Seng Index-ში და ჯამში $6 მილიარდზე მეტი იზარალეს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ტომ მალოუნი და ბლეიკ შმიდტი