LIVE

ნარმანია: "თელასსა" და "თელმიკოს" დარიცხვების დაკორექტირების ვადა 12 სექტემბერს ეწურებათ

09 სექ 202120:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1417
ნარმანია: "თელასსა" და "თელმიკოს" დარიცხვების დაკორექტირების ვადა 12 სექტემბერს ეწურებათ

„თელასმა“ და „თელმიკომ“ მომხმარებლებზე ზედმეტად დარიცხული თანხები 12 სექტემბრამდე უნდა დააკორექტირონ. როგორც სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში განაცხადა, კომპანიებს საკმარისი დრო ჰქონდათ იმისთვის, რომ მომხმარებელთა ქვითრებში ელექტროენერგიის საფასური სწორად ყოფილიყო მითითებული და არსებული პრობლემა კომპანიების არასწორ მენეჯმენტს უკავშირდება.

„ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა იყო კომპანიების არასწორი მენეჯმენტი და  ადმინისტრირება. მე ამას რუსულ მენეჯმენტს ვეძახი, რომელიც არანაირი მართვისა და სწორი დაგეგმვის ჩარჩოებში არ ჯდება. მათ საკმარისი დრო ჰქონდათ მოსამზადებლად. ჰქონდათ კომპიუტერული სოფთიც, რათა დარიცხვები სწორად გაეკეთებინათ. მოხდა მყისიერი რეაგირება, რომ მსგავსი რამ მომავალში არ განმეორდეს. დავაჯარიმეთ „თელასი“ 50 ათასი, ხოლო „თელმიკო“ 75 ათასი ლარით“,- განაცხადა ნარმანიამ.

მისი თქმით, აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად კომპანიებს ერთთვიანი ვადა მიეცათ, რომელიც 12 სექტემბერს იწურება. ნარმანიას განმარტებით, ხდება არასწორი დარიცხვების კორექტირება და კომპანიების მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ, ინფორმაციას მოსახლეობა ახლო მომავალში მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 1-ლი ივლისიდან ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის მფლობელს ელექტროენერგიის მიწოდების უფლება აღარ აქვს. შესაბამისად, „თელასი“ თბილისში „თელმიკომ“, ხოლო რეგიონებში „ენერგო-პრო“ „ეპ ჯორჯიამ“ ჩაანაცვლა.